სამართალი
პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი.  პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა. ინფორმაციას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, თუმცა ბრალის დადგენილებაში განმარტებულია, რომ მეგის ქარდავამ მკვლელობა რომან დუმბაძის მხრიდან საქართველოს ღალატის მიზეზით შეუკვეთა.

ადვოკატი პროკურატურას რუსეთის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ძიება კრემლის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიმდინარეობს და რუსეთს ქარდავას ექსტრადირების საფუძველს აძლევს.