პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას გიორგი კვირიკაშვილზე კოდექსის მორგებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ახალ ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება, იყოს საარჩევნო სიაში და ამავე დროს შეინარჩუნოს თანამდებობა.

 მმართველ კოალიციაში განმარტავენ, რომ ცვლილება ქვეყანას თავიდან ააცილებს სამთავრობო პრობლემებს, საპარლამენტო უმცირესობა კი ხელისუფლებას გიორგი კვირიკაშვილზე საარჩევნო კოდექსის მორგებაში ადანაშაულებს.

 ანი მიროტაძის თქმით, შესაძლოა, პრემიერის ინსტიტუტი გამოყენებულ იქნეს არჩევნებში და შეიქმნას არათანაბარი გარემო.

 რესპუბლიკური პარტიის წევრს ვახტანგ ხმალაძეს კი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პრემიერი იმ პარტიის ლიდერია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს რესპუბლიკური პარტიის კონკურენტი იქნება,  მიაჩნია, რომ ეს  სწორი მიდგომა იქნება.