უცხოეთი
„ენი მუსავათი“: შეტაკებები რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე აზერბაიჯანში დიდი სისხლისღვრის მომასწავებელია

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ღიად დაიწყეს მოქმედებები ძალებმა, რომლებსაც ქვეყნაში ეთმიკური და რელიგიური ომის გაჩაღება სურთ. სოცქსელებში აზერბაიჯანელი მომხმარებლები განიხილავენ უკვე არა კონსტიტუციურ რეფორმებს, არამედ ქურდობისა და სექსუალური მონობის პრობლემას, რომელსაც ქალებზე ახორციელებენ რელიგიური სექტების წარმომადგენლები, – წერს გაზეთი „ენი მუსავათი“.

 „სალაფიტების გაძლიერება ჩრდილოეთ რაიონებში და მათ შორის ანტისამთავრობო განწყობის აქტივაცია, აზერბაიჯანში მოსალოდნელი სისხლისღვრისა და რეგიონული შეტაკებების მომასწავებელია. უახლოეს ხანებში ეთნიკურ ნიადაგზე შეჯახებები აზერბაიჯანში შესაძლოა გაძლიერდეს“, – წერს „ენი მუსავათი“.