საზოგადოება
NDI: 13%–ს საქართველოს უსაფრთხოების გარანტად რუსეთი მიაჩნია, 10%–ს კი – აშშ

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 20% უჭერს, 23%-ის აზრით ქვეყანაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ნატო, 13% მიიჩნევს, რომ ეს არის ევროკავშირი, ამდენივეს – 13%-ის აზრით - ესაა რუსეთი და მხოლოდ 10% –ის აზრით – აშშ.

 გამოკითხულთა 47%-ის აზრით, ქვეყანაში საფრთხედ რჩება რუსეთი, 8%-ს საფრთხედ ISIS მიაჩნია, ხოლო 7%-ს - აშშ.  

 საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.