საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 39%–მა ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა, 10%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ეკონომიკურთან ერთად ქვეყნის საგარეო კურსსაც მოიცავს.

გამოკითხულთა 39%-ს ქვეყნის ძირითად მიმართულებებზე უარყოფითი შეხედულება აქვს, 10% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის.

ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას 3% - დადებითად, 66% კი უარყოფითად აფასებს.

გამოკითხულთა 65% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 5% კი - დასაქმებულად.

77%-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ვიზალიბერალიზაციას კი მხარს 84%  უჭერს.

ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა გამოკითხულთა 68%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.