პოლიტიკა
“განიხილება კასპიის ზღვიდან სპარსეთის ყურემდე არხის გაყვანის შესაძლებლობა” - ირანის ელჩი

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. “განიხილება კასპიის ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გამჭოლი სანაოსნო არხის გაყვანის საკითხი”, - განაცხადა რუსეთში ირანის ელჩმა მეჰდი სანაიმ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

 კასპიის ზღვა დედამიწაზე უდიდესი ჩაკეტილი წყალსატევია. სანაპირო ხაზი 7 ათას კმ-ს შეადგენს და რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გადის. კასპიის ზღვის სპარსეთის ყურესთან შეერთება შესაძლებელია მხოლოდ, თუ არხს ირანის ტერიტორიაზე გაატარებენ.