სამართალი
საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალურიპოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა გიგა შ. წალენჯიხაში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი ზაზა ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.