საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კრაკოვში მიმდინარე ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს წევრები რიმა ბერაძე, დავით უთმელიძე, იოსებ მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და სხვადასხვა თემაზე დაგეგმილ პანელებში მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს დელეგაცია ასევე დაესწრო გაფართოებულ სესიას, სადაც წამყვანი ევროპული ქვეყნების მინისტრებმა, პარლამენტარებმა და მერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
კონგრესის პარალელურად, საქართველოს სტენდიც მოეწყო, სადაც სტუმრებს ტურისტული გზამკვლევების, თბილისის მარშრუტების, საინვესტიციო კატალოგებისა და სხვა საინფორმაციო ბროშურების გაცნობის გარდა, საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ყველი და ჩირის ნაირსახეობები.