სამართალი
„შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას“ - თათია სამხარაძე

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 „შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა არხის დირექტორთან გიორგი ბახტაძესთანაც. ასევე მე გავაკეთე აუდიოჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებდა, რომ ჩემზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. ის საუბრობს, რომ ის არის ოდიოზური ფიგურა, რომელსაც შეუძლია არათუ ადამიანები გაუშვას სამსახურებიდან, არამედ სხვა სამსახურშიც დაბლოკოს. ეს აუდიოფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და დგინდება მისი ავთენტურობა. მე დამიკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შალვა რამიშვილი მათზეც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და გეტყვით ერთს - არ მინდა, ვიღაცის კარიერა ვიღაცის საწოლზე გადიოდეს“, - განაცხადა თათია სამხარაძემ.