აქტუალური
ელისო კილაძე: „ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა გელა ხვედელიძის კაბინეტში დააკავეს“ (ვიდეო)

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. "2013 წლის ზამთარში შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის გელა ხვედელიძის კაბინეტში მოხდა ვაჟა ლელუაშვილის და ლევან ქარდავას დაკავება"- ამ განცხადებას ჟურნალისტი ელისო კილაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აკეთებს და აცხადებს, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ამ დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს (ვიდეო იხ. აქ). კილაძის თქმით, ინფორმაცია, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, სიმართლეს შეესაბამება: ფარული კადრების ჩაწერასთან სწორედ დაკავებულ პირებს აქვთ კავშირი, რაც შეეხება ამ კადრების გავრცელებას, კილაძის თქმით, "გამოძიებას ერთი ნაბიჯი დარჩა ამ ადამიანების მფარველამდე და ეს გახლავთ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა, მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და მისი ცოლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი". ელისო კილაძე სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით დეპუტატ ზვიად ძიძიგურსაც ახსენებს.