პოლიტიკა
საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს ნატო, მან განაცხადა, რომ
„ყველა შეიძლება იყოს“ და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია აურზაური ამ საკითხზე, მაშინ, როცა თავად ნატო გვეუბნება უარს მიღებაზე.