მოსკოვში კინორეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მოსკოვში ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა. სააგენტო "რია-ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირში განაცხადეს. მიხეილ თუმანიშვილი 1935 წელს დაიბადა.
მის მიერ გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სერიალი "ტურეცკი მარში", რომელშიც ის თავადაც თამაშობს. რეჟისორთან გამომშვიდობება რუსეთის კინოს სახლში გაიმართება. მიხეილ თუმანიშვილს შაბათს დაკრძალავენ.