საზოგადოება
პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საჯარო ლექცია წაიკითხა

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარის - „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა ნატოს სამეკავშირეო ოფისში, სადაც თბილისისა და რეგიონების პედაგოგებს საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების დამყარების საქმეში ქართველების კონტრიბუციაზე ესაუბრა.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია ნატო-ს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.