რელიგია
"კურთხევა გეძლევათ, რომ ადამიანებს სასიხარულო ამბავი უთხრათ და არა სამწუხარო და ნეგატიური" – ილია მეორე

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში წირვა-ლოცვის შემდეგ იქადაგა:

 „ხარება შთაგვაგონებს იმას, რომ ვიყოთ მახარობლები. კურთხევა გეძლევათ, რომ ადამიანებს სასიხარულო ამბავი უთხრათ და არა სამწუხარო და ნეგატიური, როგორც ჩვენს ტელევიზიებში არის. თითქმის არ გავა დღე, რომ ჩვენთან არ მოვიდნენ და არ გვითხრან, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა. ვეღარ იტანს ადამიანი ამდენ სიმძიმეს, ამიტომ სასიხარულო უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ამის მიზეზს ეძებს. ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა ჩავიხედოთ. ბედნიერი ვარ, რომ წირვას ოსები, რუსები, აფხაზები და სხვა ერის წარმომადგენლები ესწრებიან, თქვენ ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ“, - განაცხადა პატრიარქმა.