სამართალი
“ნაციონალური მოძრაობა” იზიარებს არასამთავრობოების მოთხოვნებს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მოძრაობა ეს შენ გეხება-ს წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვდნენ. ახალი პოლიტიკური ცენტრისა და “თავისუფალი დემოკრატების” შემდეგ საკუთარი ხედვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გააცნეს.

 “მე ვფიქრობ, ამ კანონპროექტების წინააღმდეგ წასვლა იქნება დეკლარირება მათი მხრიდან, რომ არ სურთ არსებული მანკიერი პრაქტიკისგან ქვეყნის გათავისუფლება და ხარს უჭერენ იმ პროცესებს, რაც დღემდე არსებობს, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 “ნაციონალური მოძრაობა” მესამე სექტორის მოთხოვნებს ფარულ მიყურადება-თვალთვალთან დაკავშირებით ეთანხმება.

 „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ამ პაკეტთან იყოს კოორდინირებული რეფორმების ის პაკეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. კერძოდ, ეს ეხებოდა სუს-ის რეფორმას და სუს-ისთვის პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის ჩამოშორებას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ინიციატივა მთლიანად კოორდინირებული იყოს არასამთავრობო სექტორთან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.