საზოგადოება
წყნეთის საუწყებო კოტეჯში მცხოვრები ოჯახების გამოსახლება ძალადობრივი გზით ხდება

wynetiძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა წყნეთში მცხოვრები დევნილი ოჯახების საუწყებო კოტეჯიდან გამოსახლება დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტ გაზეთი jurnalist.ge ავრცელებს. კოტეჯში სულ 4 ოჯახი ცხოვრობს, მათგან ერთი - ხაჩირიშვილების, უკვე ძალის გამოყენებით გაასახლეს. "პოლიციაა მოსული და ღია ცის ქვეშ დატოვებას გვიპირებენ. დიდი ხანია, საუწყებო ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ გაფორმებული არ გვაქვს. 2000 წელს ქეთევან ლაღიძემ, რომელიც თავის დროზე წალკის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და შემდეგ იქიდან გამოაგდეს, 1800 კვ.მ ფართობი აუქციონზე სულ რაღაც 6700 დოლარად შეიძინა. რამდენიმე წელია, სასამართლო დავა მიმდინარეობს და საქმე სტრასბურგშიც გვაქვს გაგზავნილი",- აცხადებს დევნილი ეკა კიპაროიძე.