პოლიტიკა
არჩილ ბენიძე: „ვინ იქნება მთავრობიდან პარტიულ სიაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ ბენიძის განცხადებით, პარტიისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს პარლამენტში უმრავლესობით შესვლა.

 მისი თქმით, ვინ იქნება მთავრობიდან პარტიულ სიაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა იყოს გამოყენებული.

 "ეს იქნება პრემიერი, მინისტრი თუ რომელიმე გამგებელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როცა მათ აგიტაციის და პროპაგანდის საშუალება აქვთ, ეს დანარჩენ პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ამის კანონით რეგულირება უნდა მოხდეს", - აღნიშნა ბენიძემ.

 ამასთან, მან მოუწოდა მედიას, წინასაარჩევნოდ პარტიების აქტიურობა მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გააშუქოს.