აქტუალური
ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რუსთავის სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. უფროსკლასელებს სასწავლო ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორმა თენგიზ ციხისთავმა მიაწოდა.

 ვიზიტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის მიწოდებას, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.

 შეხვედრის ფარგლებში ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. მოსწავლეები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს.

 ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც ესტუმრებიან.