საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰნეა მოტოკთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
„რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ მეგობრებთან ვარშავის სამიტამდე დეტალებში გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით, ამ გზაზე დგას; ყველა ის წინადადება, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა ბრიუსელში. ჩვენ მეგობრებთან ვართ და ამიტომ გვაქვს კომფორტი, დეტალებში მათი რჩევებით ვიმოქმედოთ ვარშავის სამიტამდე გასავლელ გზაზე“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს რუმინელმა კოლეგამ ეროვნული სამხედრო კლუბის სასახლეში - მარმარილოს დარბაზში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორთან კონტროჩენის სასახლეში, ასევე ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანესკუსთან.