სამართალი
ამნისტია

prisonდღეს შეწყალების კომისია 100 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს. რამდენი პატიმარი დატოვებს საპატიმროებს, კომისიის სხდომის შემდეგ გაირკვევა. ცნობილია, რომ კომისია 20 ქალისა და 10 არასრულწლოვანი პატიმრის საქმეზეც იმუშავებს. ამ სიაში ის უცხოელი პატიმრებიც მოხვდნენ, რომლებიც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იხდიან სასჯელს. შეგახსენებთ, რომ დღეს შეწყალების კომისია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პატიმართა საქმეს არ განიხილავს.