აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თანამდებობა „საკუთარი სურვილით“ დატოვა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კვერენჩხილაძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება მარტში დაწერა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი შემცვლელი შერჩეული არ არის. გიორგი კვერენჩხილაძე აკადემიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს.