საზოგადოება
პრეზიდენტის განკარგულებები არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში 8 აგვისტოს შევა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება მთავრობას გადაეგზავნა. განკარგულებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის გადაეგზავნა.

 „პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

 საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად  დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებსაქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

 საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.