საზოგადოება
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. თელავის საკრებულოში ფრაქცია ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივი ოპოზიციური ფრაქცია ”ძლიერი თელავი” შექმნეს. მას დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი ფრაქცია რეგისტრაციაში მას შემდეგ გაატარეს, რაც ნიკოლოზ ვარდოშვილმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო. წელიწად-ნახევრის წინ ქალაქის საკრებულომ ფრაქციის შექმნაზე მას უარი უთხრა და განმარტა, რომ უარის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ „ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში”.