საზოგადოება
რეკლამის ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით მაუწყებელთა შესახებ კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. კანონის მიხედვით, ახალი ამბების გამოშვება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, არ შეიძლება რეკლამის გამო გაწყდეს. 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში კი სარეკლამო ჭრა არაუმეტეს 15 წუთში ერთხელაა შესაძლებელი, ამასთან, რეკლამის ხანგრძლივობა 2 წუთს არ უნდა აჭარბებდეს.