პოლიტიკა
„მე აზერბაიჯანს ვუჭერ მხარს! სომხეთი რუსეთის სატელიტია!“ - ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენდირექტორი ნიკა გვარამია

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხმაურება:

 „დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს. სომხეთის სახელმწიფო (და არა სომეხი ხალხი, ჩვენი ისტორიული მეგობარი და ნათესავი) რუსეთის ნომერი ერთი სატელიტია და ვერ იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, თავს ნუ მოვიტყუებთ.

 ომი, ცხადია, არავის არ გვინდა და იმედია, არც იქნება“, – წერს ნიკა გვარამია.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „რუსთავი 2“ – ერთადერთი ქართული ტელეკომპანიაა, რომელსაც ფრონტის ორივე მხარეს მუშაობის საშუალება მისცეს.