პუბლიკაციები
ნიდერლანდების მოსახლეობის მესამედს ევროკავშირში უკრაინის ხილვა არ სურს

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ნიდერლანდების მოსახლეობის მესამედი  (33%) მხარს არ უჭერს ევროკავშირში უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასოცირებას.

 გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის კვლევითმა კომპანია Populus-მა ჩაატარა.

 ევროკავშირში უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასოცირების საკითხთან დაკავშირებით ნიდერლანდებში რეფერენდუმი გაიმართება, რომელიც ევროპულ კავშირში შესვლისათვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. Sputnik-ის გამოკითხვის თანახმად, ნიდერლანდების ყოველი მესამე მოქალაქე — 33% ანუ 3,5 მლნ ადამიანი —უკრაინის ევროკავშირში ასოცირების წინააღმდეგია. ასევე მაღალია პროცენტული მაჩვენებელი მათი, რომელთაც აღნიშნულ კითხვაზე ნეიტრალური პოზიცია ან ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი არა ქვთ — 28% და 20%.

 პროცენტული მაჩვენებელი მათი, ვინც დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე, ნიდერლანდების საერთო მოსახლეობის 19%-ია. მანამდე ევროპის მაცხოვრებლები ანალოგიური რეფერენდუმის თავიანთ ქვეყნებში ჩატარების წინადადებით გამოვიდნენ. კითხვაზე მხარს უჭერთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასოცირებას“, იტალიელების (66%), გერმანელების (63%) და ფრანგების (63%) უმრავლესობამ უპასუხა, რომ ევროკავშირში სხვა ქვეყნების ასოცირების საკითხის გადაჭრა საერთო რეფერენდუმის გზით  სურს.

 გამოკითხვა ნიდერლანდებში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 4-9 მარტს ჩაატარა, რომელშიც 18 წელს ზევით ასაკის 1004-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტები სქესის, ასაკის, გეოგრაფიული მდებარეობისა და პროფესიის მიხედვით იყვნენ შერჩეული.