საზოგადოება
ახალი წლიდან მეტროს სადგურები 06:00-24:00 საათის ნაცვლად ზემოაღნიშნული ახალი განრიგით იმუშავებს. აღნიშნულის მიზეზად "თბილისის მეტროს" მენეჯმენტი ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯვას ასახელებს.
ამასთან, გამორიცხული არაა, მეტროთი მგზავრობის საფასური კვლავ გაიზარდოს და 80 თეთრი გახდეს. მაგრამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ "არც მგზავრობის საფასურის გაძვირება და არც მუშაობის დროის შემცირება არ იგეგმება". შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 დეკემბრიდან მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მერია ამ ინფორმაციასაც თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა.