პოლიტიკა
“ქართველი აზერბაიჯანელები მზად არიან, შეუერთდნენ ომს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად!” – “ქართული ოცნების” აქტივისტის ალი ბაბაევის განცხადება

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ”ამ დღეებში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები აზერბაიჯანის გვერდით არიან! - განაცხადა საქართველოს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” აქტიურმა წევრმა, პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” (GAMK) თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა.

 “საქართველოს აზერბაიჯანელები, როგორც ყოველთვის, მხარს უჭერენ თავიანთი თანამემამულეების პოზიციას და ამ სამართლიან ომში აზერბაიჯანის გვერდით დგანან. ყველა ეს მიწა ერთნაირად ძვირფასია თითოეული აზერბაიჯანელისათვის! მხარს ვუჭერთ ოკუპაციისაგან საკუთარი მიწების გათავისუფლებისკენ მისწრაფებას და ამით ჩვენს უფლებებს ვიცავთ!”, -განაცხადა ბაბაევმა.

 მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელები, თუ საჭირო გახდება, მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისათვის ომში. “ამ საკითხში ყველა აზერბაიჯანელის პოზიცია ერთნაირია. აზერბაიჯანის არმია ძლიერია და შეუძლია მტრის მოგერიება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. თუ ამ სამართლიან ომში ჩვენი დახმარება იქნება საჭირო, დაუფიქრებლად მზად ვიქნებით მასში მონაწილეობისათვის”, - Sputnik Азербайджан-ის ცნობით, აღნიშნა GAMK-ს თავმჯდომარემ.