საზოგადოება
საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ "პრაიმტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
„ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოსახლეობის მიერ ვართ დაქირავებულები. თუ მკითხავენ, დადიოდი თუ არა ქალებშიო, პირდაპირ ვეტყვი, კი, დავდიოდი-თქო. მაგრამ ძმაკაცის ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით. ამას რომ ვეტყვი ამომრჩეველს, მერე მათი გადასაწყვეტია, ხმას მომცემენ თუ არა. მაგრამ, როცა ამომრჩეველს ატყუებ და ეუბნები, ქალებში დავდივარო, სინამდვილეში კი კაცებში დადიხარ, ეს უკვე არაა სწორი საქციელი. კი ბატონო, ვინც კაცებში დადის, შეიძლება იმასაც ჰყავდეს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ რატომ ატყუებ ამომრჩეველს?!“, - განაცხადა მეჭიაურმა.