სამართალი
საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. სხვადასხვა ჯიშის ნარგავები 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაირგვება. პარკის მოწყობის სამუშაოებს კომპანია "ზიმო" აწარმოებს.
კომპანიის ინჟინრის ირაკლი შანავას თქმით, ნარგავები იტალიიდან ბიძინა ივანიშვილმა ჩამოატანინა.
"12-მდე ჯიშის მცენარე, მათ შორის ტიტას ხის ნერგიც, იტალიიდან ჩამოვიდა. გაშენდება ახალი პარკი თავისი განათებით, ტროტუარებით და ხე-მცენარეებით. თავის დროზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას შეჰპირდა პარკის გაშენებას. დაახლოებით ამდენსავე ხეს ველოდებით მომდევნო ეტაპზე", - აღნიშნა ირაკლი შანავამ.