სამართალი
საგადასახადო ორგანოებს ფარული თვალთვალი სასამართლოს თანხმობის გარეშეც შეეძლებათ

chaquchiპარლამენტის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. როგორც პარლამენტში აღნიშნეს, გადაწყვეტილების მიზეზი დანაშაულის აღმოფხვრაა, რადგან პრაქტიკაში მოსამართლისთვის მიმართვის დრო არ რჩება ხოლმე და ეს საქმეს აზარალებს. ამ ინფორმაციას რადიო კომერსანტი ავრცელებს. დეპუტატების აზრით, მოსამართლის თანხმობის გარეშე ფარული კამერის დამონტაჟება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციისა და გონივრული ეჭვის საფუძველზე უნდა იქნეს შესაძლებელი. გადაწყვეტილების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი გიორგი გოდაბრელიძე განმარტავს,რომ ქრონომეტრაჟის დროს სარდაფში კამერის დაყენება არასწორია. მაგრამ, თუ ვიღაცას აქვს ოპერატიული ინფორმაცია, მაშინ ამის გამოყენება ნებადართული უნდა იყოს. ასეთი ოპერატიული ინფორმაციის მაგალითად გოდაბრელიძემ საბაჟოზე არაკანონიერი ტვირთის გასვლის შესახებ ცნობა დაასახელა. მისი თქმით, სანამ ასეთ შემთხვევაში მოსამართლის ნებართვა იქნება, დრო გადის. „მე შემიძლია, ტვირთი გავაჩერო, მაგრამ კამერას თუ დავუყენებ, შეიძლება სხვა პირზეც გავიდე და უფრო მეტი დანაშაული აღვკვეთო, ვიდრე ამ უკანონო ტვირთის ადგილზე დაკავებაა“, - დასძინა გოდაბრელიძემ. უფრო დეტალური ინფორმაციის გასაგებად საქინფორმი კონტროლის პალატას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით დარღვევის დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირება კი „შეუძლებელი“ აღმოჩნდა.