საზოგადოება
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საკითხები და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში.
„ეთნიკურად აზერბაჯანელი ჩვენი მოქალაქეების ერთიანობა და ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში აუცილებელია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ახლა ხდება“, – აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს საჩუქრად წმინდა ყურანი გადასცეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი დაესწრო.