სამართალი
"ჯირკველიშვილი ან საქმეს გააკეთებს, ან მისი თავი ქალაქში გაგორდება"- ოქრუაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. გორის თვითმმართველობაში დაპირისპირებაა. ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილ იურული პერიოდის გადმონაშთს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ან საქმეს გააკეთებს, ან მისი თავი ქალაქში გაგორდება. ოქრუაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მის ინიციატივებს საკრებულოს სხდომაზე ჯირკველიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია (ვიდეო იხ. აქ).

ოქრუაშვილი საკრებულოს დეპუტატებს გორში ლომჭაბუკის ძეგლის სიახლოვეს ახალი ბაზრის მოწყობას სთავაზობს. დეპუტატებისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ბაზარმა იმუშაოს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. დეპუტატების ამ გადაწყვეტილებამ მოვაჭრეების უკმაყოფილებაც გამოიწვია, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას - ქალაქის ბაგა-ბაღებიდან რაიონში რეგისტრირებული ბავშვების სასწავლო წლის დასრულებისთანავე გარიცხვას ან მათი დაფინანსების რაიონის ბიუჯეტისათვის გადაბარებას, საკრებულოს დეპუტატებმა მას უარყოფითი დასკვნა მისცეს.