საზოგადოება
25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე თბილისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტთან 25 დეკემბერს განათდება.
მთაწმინდის პარკში კი თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი ერთად დაიდებენ ბინას, რომლებიც სტუმრად მისულ პატარებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.საახალწლო სოფლები უკვე მოეწყო გლდანის პარკში, სპორტის სასახლესთან და ვარდების მოედანზე, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.
მთავარი გალა კონცერტი კი თბილისში 31 დეკემბერს გაიმართება.