აქტუალური
„უტიფრობაა და ღალატის გაგრძელებაა ზვიად გამსახურდიას ღვაწლის საკუთარ თავზე მიწერა! წაიყვანეთ ეს არაადეკვატური ხიდაშელი” – ბრეგაძე

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის კომენტარს, რომელიც ზვიად გამსახურდიას იუბილეს ეძღვნებოდა, მოძრაობა ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე  საკუთარ facebook გვერდზე ასე ეხმაურება:

 “ჩვენ შევქმენით 31 მარტი” აცხადებს თინა ხიდაშელი. თურმე საბჭოთა სუკ-ის  “ინაურის ბიჭებს” ძმებ ბერძენიშვილებს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომუნისტური პარტიის ფუნქციონერად აღზევებულ უსუფაშვილს, კგბ-ს მიერ ჭეშმარიტ დისიდენტებთან საბრძოლველად შექმნილ აგენტებს და რესპუბლიკურ პარტიას გამოუცხადებიათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო დიდი ზვიად გამსახურდია არაფერ შუაშია. რესპუბლიკური პარტია გახლდათ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი საბჭოთა კგბ-ს სტრუქტურა, რომელიც ყველანაირად ხელს უშლიდა საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. უსინდისობაა, ნაძირლობაა, უტიფრობაა და ღალატის გაგრძელებაა ზვიად გამსახურდიას სახელის იგნორირების მცდელობა და მისი ღვაწლის საკუთარ თავზე მიწერა. ამ ტიპის განცხადების შემდგომ თავდაცვის მინისტრად კი არა, არამედ არაფრად აღარ უნდა აღგიქვას ერმა. გაიტანეთ გრენლანდია!!!! წაიყვანეთ ეს არაადეკვატური ქალი!!! სირცხვილია!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.