აქტუალური
კობა კობალაძე თანამშრომლებს გაეცნო

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი დირექტორი კობა კობალაძე თანამშრომლებს გაეცნო და მათ თავისი ხედვები და გეგმები წარუდგინა სამსახურის შემდგომი საქმიანობის შესახებ.

 „ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ამ თანამდებობაზე ყოფნა, რაც თქვენთან ერთად მაკისრებს დიდ ვალდებულებას, ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნო 70 000-ზე მეტ ვეტერანზე. ჩემთვის თითოეული ვეტერანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები თანაბრად მნიშვნელოვანია, ამიტომაც თქვენთან ერთად ვაგრძელებ მუშაობას“, - განაცხადა სამსახურის თანამშრომლებთან საუბრისას კობა კობალაძემ.

 მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისთვისაც ვეტერანები და მათთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია და დასძინა, რომ საზოგადოების ამ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო.

 შეგახსენებთ, რომ კობა კობალაძემ ამ თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილი შეცვალა.