პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
 პროექტის მიხედვით, გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. განახლებული მილით მოხდება ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან თურქეთის გავლით.
 პროექტის მიხედვით, 2018-19 წლებიდან საქართველო ბუნებრივი აირის გაზრდილ მოცულობას შეღავათიან ფასად მიიღებს. საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია ,,BP“ აწარმოებს.
 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად რეგიონისთვის.