საზოგადოება
ახალი აღმოჩენა გელათში

saflaviგელათში დავით აღმაშენებლის საფლავის გვერდით საფლავის ქვა აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ბევრი თარიღი შეცვალოს. ვის ეკუთვნის საფლავი? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. ეპიტაფია საფლავის ქვაზე ასომთავრულით არის შესრულებული და იკითხება - ”სულსა ნარჩის ძისა ადაიასისა შეუნდენ, ღმერთო”. ეპიგრაფის პალეოგრაფიული კვლევა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ დავით აღმაშენებლის გვერდით, რიგით მოქალაქეს არ დაკრძალავდნენ. შესაძლოა, საფლავი წმინდანს, სამეფო გვარის წარმომადგენელს ან გელათის პირველ აღმდგენელს ეკუთვნოდეს.