საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. „მემარცხენე ალიანსის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს გუშინ ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქცია მოუწყო ლოზუნგით: „კრიმინალი - ციხეში! საქართველო - ევროპაში!“
„მემარცხენე ალიანსის“ წევრებმა ჯოზეფ დოლის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის პროცესებს შეეხებოდა. პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული და კორუმპირებულია. „საქართველოს - კი, „ნაცებს“ - არა!“ შეძახილებითა და პლაკატებით ხელში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ დოლის მხრიდან საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას და ევროსტრუქტურებს ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებდენ.