საზოგადოება
თამაზ მეჭიაური: “ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ვერ გაუძლო არასამთავრობოების ზეწოლას” (ვიდეო)

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ახზე ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტებში“ განაცხადა:

 „ფარული ჩანაწერების სკანდალში დამნაშავე ყველა პიროვნება, ცხადია, უნდა დაისაჯოს და აქამდეც უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ  ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ვერ გაუძლო იგივე არასამთავრობოების ზეწოლას, რომლებიც დღეს სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ და მაშინ სასწრაფო განადგურებას ითხოვდნენ“ (იხ. ვიდეო აქ).