საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. The New York Times-ის ამერიკელი ჟურნალისტის დევიდ ბარსტოუს სტატიას „Million for Mikheil Saakashvili“ („მილიონი მიხეილ სააკაშვილისთვის“) შეუძლია ჯვარი დაუსვას ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო ამბიციებს - კორესპონდენტს ხელში ჩაუვარდა იგორ კოლომოისკის მიერ „პოლიტიკური ქმედებების ამერიკული კომიტეტისთვის“ (Priorities USA Action) გადარიცხული მილიონ დოლარზე მეტი თანხის გაყალბებული ანგარიშების ასლები!
კომიტეტი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების შეგროვებითაა დაკავებული. ანგარიშები ვითომდა სხვადასხვა პირს ეკუთვნის, რადგან ფედერალური საარჩევნო კამპანიების კანონის თანახმად, შემოწირულობების თანხამ თითო ადამიანისგან წელიწადში 25 ათას დოლარს არ უნდა გადააჭარბოს.
ЦентрАзия–ს ინფორმაციით, კოლომოისკისა და აშშ-ს დემოკრატიული პარტიის შეთანხმება მდგომარეობს შემდეგში: კოლომოისკის თავისი წილი შეაქვს არჩევნებში, დემოკრატები კი კიევს უკრაინიდან სააკაშვილის მოშორებას უბრძანებენ. თეთრი სახლიდან კოლომოისკიმ თანხმობა მიიღო, შემდგომ ამას მოჰყვა ზარები: კიევში – პეტრო პოროშენკოსთან, საქართველოში – გიორგი მარგველაშვილთან, და პროცესი დაიწყო.
ამით აიხსნება ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მედიაში:
1. „უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრზანებას ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ“, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა Odessit.ua საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
2.“უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგალკომ უარყო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან“ – INTERFAX.RU
ორივე პუბლიკაცია სწორია: პოროშენკომ, მიიღო რა დასტური თეთრი სახლიდან, დაუყოვნებლივ გამოსცა ბრძანება სააკაშვილის გადადგომის შესახებ, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო – აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის საქმეებში ვიქტორია ნულანდმა უბრძანა დალოდებოდა მოთხოვნას სააკაშვილზე საქართველოდან, რათა ქართული მხარისთვის იგი მოქმედი და არა გათავისუფლებული გუბერნატორის სტატუსით გადაეცათ - არავის ეჭვი რომ არ გასჩენოდა ამ საქმეში აშშ–ის სახდეპის მონაწილეობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, კომბინაციის სკანდალური დეტალები გასაჯაროვდა, რადგან ზემომოხსენებული მაღალი პერსონების დიალოგი სოცქსელ ფეისბუქში მათი პირადი გვერდების მეშვეობით მიმდინარეობდა და ხელში ჩაუვარდათ ჰაკერებს, რომლებმაც ისინი გატეხეს.
კომპეტენტური უკრაინული სახელისუფლებო წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საბოლოოდ მოშორება პოროშენკომ ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის მიერ გერმანული Die Zeit–თვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გადაწყვიტა. „პოროშენკოს დრო წარსულს ჩაბარდა, მისთვის საზღაურის მიგების საათმა ჩამოკრა!“ – განუცხადა სააკაშვილმა გერმანულ გამოცემას. ინტერვიუში სააკაშვილი საკუთარ თავს უკრაინის რეფორმატორად წარადგენს, მისი თქმით, უკრაინელებმა პრეზიდენტისადმი ნდობა დაკარგეს და ქვეყნისთვის აუცილებელია ისეთი ახალი ლიდერი, როგორიც მხოლოდ თვითონაა. „პოროშენკო თავიდანვე ისე მიყურებდა, როგორც მის შემცვლელად მოსულს! ეს შიში მან ვერა და ვერ დაძლია...“, – გაუზიარა მიშამ თავისი სამომავლო გეგმები Die Zeit-ს.
ბარაქ ობამას ადმინისტრაციას კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დიდი ხანია თავის ტკივილად ექცა, ამიტომ კოლომოისკის წინადადება, თანაც – კარგად ანაზღაურებული, ძალიან დროული აღმოჩნდა: დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და ოდესის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს, სადაც ის ამჟამად საქართველოში ექსტრადიციის მოლოდინში იმყოფება!
შექმნილ ვითარებაზე ოფიციალური თვალსაზრისი გამოთქვა უკრაინის პრეზინდეტთან არსებული დაზვერვის საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა იგორ სმეშკომ: „მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნით მკვლელობის ბრალდებით (რესტორანში იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის მეუღლის მიმართ უპატივცემულობის ნიადაგზე ახალგაზრდა ბანკირი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით – საქინფორმი). მოთავსებულია 12–კაციან საკანში. თანასაკნელების მიერ სააკაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია ცრუა. ცემის კვალი მასზე დაფიქსირებულია დროებით საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებამდე, რის შესახებაც ჩანაწერი არსებობს დაკავებულის პირად საქმეში. გავრცელებული ხმები, რომ სააკაშვილმა თვითმკვლელობა სცადა საკუთარი ჰალსტუხის შეჭმით, სიმართლეს არ შეესაბამება. უახლოეს ხანებში მას თბილისში გასამგზავრებლად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემენ“.
ბოლო ინფორმაციით, ხელბორკილებიანი სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უკვე მიიყვანეს აეროპორტში და აფრენის ნებართვის მოლოდინში მყოფ „ოდესა–თბილისის“ სპეცრეისის თვითმფრინავის ბორტზე იმყოფება.
უკრაინის საზოგადოებამ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის დაკავება გულგრილად მიიღო. ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილე საშა ბოროვიკის მცდელობა, სააკაშვილის დასაცავად დეპუტატთა კორპუსი დაერაზმა, იმით დასრულდა, რომ იგი საქალაქო საბჭოს სხდომათა დარბაზიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს. კიევში, ერთკაციან საპროტესტო პიკეტზე მხოლოდ მთვრალი ვახტანგ კიკაბიძე გამოვიდა, რომელმაც დემონსტრატიულად დახია უკრაინის მოქალაქის საკუთარი პასპორტი აშშ–ის საელჩოს წინ. აცრემლებული ბუბა ჩახლეჩილი ხმით „ჩიტო–გვრიტოს“ შესრულებას ცდილობდა გამვლელთა ყურადღების მისაპყრობად, თუმცა ამერიკის საელჩოს შენობისგან ის პოლიციელებმა გააძევეს, რომლებმაც „მიმინო“ უსახლკარო მაწანწალად მიიჩნიეს.
აშშ–ის ოფიციალური პოზიცია ამ საქმეზე დააფიქსირა ვიცე–პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელმაც საქართველოს მთავრობას Skype-ით მიმართა: „ვიმედოვნებთ, რომ მისტერ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესატყვისობაში წარიმართება. რაც შეეხება აშშ–ს, ჩემი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის ტრადიციის ერთგული რჩება“.