უცხოეთი
ობამამ უარი თქვა ერდოღანთან პირად შეხვედრაზე ვაშინგტონში

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თურქ კოლეგას პირადად შეხვედრაზე უარი უთხრა.

 “გადაწყვეტილება რეჯეფ თააიპ ერდოღანთან შეხვედრაზე უარის თქმის შესახებ ვაშინგტონში მისი ვიზიტის ფარგლებში, უყურადღებობად არ უნდა შეფასდეს. პრეზიდენტი უკვე შეხვდა მას დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც ნოემბერში, თურქეთში გაიმართა, ასევე ესაუბრა ტელეფონით თებერვალში”, – აცხადებენ ობამას ადმინისტრაციაში.

 თურქეთის პრეზიდენტმა ობამა ამერიკის შტატ მერილენდში მეჩეთის გახსნაზე მიიწვია, რომელსაც ანაკარა აფინანსებს. თუმცა ობამას უარის შემდეგ, გახსნას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტო ჯო ბაიდენი დაესწრება.

 როგორ ცნობილია, ატომური უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ბარაქ ობამას მხოლოდ ერთი პირადი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელ სი ძინპინს შეხვდება.

 გამოცემის თქმით, ობამა ერდოღანის პოლიტიკით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით, მისი დამოკიდებულებით ქურთებისადმი.