პოლიტიკა
"არ ვიცით, როგორ ებრძვის სახელმწიფო უსაფრთხოება რუსულ პროპაგანდას!“ - ბერძენიშვილი

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურგუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 29–გვერდიანი ანგარიში უნდა წარედგინა, რაც ვერ მოხერხდა დარბაზში დეპუტატების უმრავლესობის არყოფნის გამო. ოპოზიციის გარდა, სუს-ის ხელმძღვანელისთვის კითხვები უნდა დაესვათ უმრავლესობის წევრებსაც.

 როგორც ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა განაცხადა, მისი შეკითხვები უნდა შეხებოდა ქვეყანაში გაძლიერებულ რუსულ პროპაგანდას და ასევე ოდეერების ინსტიტუტს (მოქმედი რეზერვის ოფიცრები – საქინფორმი).

 „ჩვენ არ ვიცით – ამ მიმართულებით საერთოდ მიმდინარეობს თუ არა მუშაობა?! აშკარად გაძლიერებულია საქართველოში რუსული ე.წ. რბილი ძალა, რუსული პროპაგანდა! და ჩვენ ვერ ვხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოება ამ მიმართულებით რას აკეთებს!“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.