სამართალი
„თქვენ ხართ ლატენტური გეი“ – მერსი სულხანიშვილი ომარ ნიშნიანიძეს (ვიდეო)

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ მსჯელობა ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილსა და დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს შორის კამათში გადაიზარდა. გადაცემა "პრიორიტეტის" სტუმრები საინიციტივო ჯგუფის იმ ინიციატივაზე მსჯელობდნენ , რომელიც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს (ვიდეო იხ. აქ).

დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ოჯახს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას განსაზღვრავს.

ჟურნალისტმა საპასუხოდ ომარ ნიშნიანიძეს განუცხადა, რომ მას არ აქვს უფლება, მიუთითოს საზოგადოებას, რა არის სწორი და რა - არასწორი. მერსი სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი საარჩევნოდ პოლიტიკური ქულების მიღების მიზნით დაიწყო.