სამართალი
შს მინისტრი სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება - მღებრიშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფრანგ კოლეგას ბერნარ კაზენევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკანონო მიგრაციისა და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხდა, რომ აფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიაღწია.

საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის კრიმინალურ პოლიციებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.