უცხოეთი
ისრაელის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს თურქეთის დატოვებას სთხოვს

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ისრაელის ხელისუფლება თურქეთში მყოფ საკუთარ  მოქალაქეებს მოუწოდებს,"რაც შეიძლება მალე" დატოვონ ქვეყანა.

 აღნიშნული მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც 19 მარტს სტამბულში მომხდარ ტერაქტს სამი ებრაელი ტურისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას  სააგენტო Reuters-ი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისზე დაყრდნობით, ავრცელებს.

 ამჟამად თურქეთს ტერორისტული საფრთხის "მეორე დონე" ენიჭება, რაც "მაღალ საფრთხეს" ნიშნავს, თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" ხშირი სამიზნე ხდება.

 შეგახსენებთ, რომ 19 მარტს სტამბულის ცენტრში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა, რის შედეგადაც სამი ებრაელი და ერთი ირანის მცხოვრები დაიღუპა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.