აქტუალური
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერები უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. უკრაინული "აღმოსავლეთ ევროპის უფლებადამცველი ჯგუფისა" და "შრომის დაცვის ორგანიზაციის" წარმომადგენლებს პარტიის ლიდერები: კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძეშეხვდნენ. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდა "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" პრეზიდენტი თამარ იოვაშვილი, რომელიც უკრაინული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

 შეხვედრაზე უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, დევნილთა მდგომარეობა და სხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის, "მემარცხენე ალიანსსა" და აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

 "უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინააღმდეგი არიან, უკრაინაში იყოს ოლიგარქიული მმართველობა, რაც, მათი აზრით, დღეს ხდება. ჩვენი, როგორც მემარცხენე ძალების წარმომადგენლების, და მათი აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენც წინააღმდეგი ვართ, რომ საქართველოში რომელიმე ოლიგარქიული ძალა მმართველობდეს. საქართველოში უნდა იყოს სახალხო ხელისუფლება და ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანაში, უკრაინაში ჩვენ დაინტერესებული ვართ, იყოს სიმშვიდე და იყოს კანონის უზენაესობა", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.