აქტუალური
“მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას” - ირაკლი შიხიაშვილი

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა პოსტი დატოვა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: „მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი.

 სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს.

 შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად. მე, ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის ვუგულშემატკივრებ თითოეულ ვეტერანს  და  ვიდგები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე“.

 ბოლო ინფორმაციით, შიხიაშვილის თანამდებობას თბილისის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, გენერალი კობა კობალაძე დაიკავებს.