ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდისა და ებრაელთა მემკვიდრეობის საერთაშორისო ბააზოვ-ფონდის მიერ, რომელსაც ცნობილი ლიტერატორი, მთარგმნელი, საქართველოს მწერალთა კავშირის რუსული სექციის თავმჯდომარე ნათან ბააზოვი ხელმძღვანელობს.
საღამოც მას თვითონ მიჰყავდა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო მოცემულ თემაზე სხვადასხვა წლების პუბლიკაციები.
საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში ნათან ბააზოვმა გაგვიმხილა, რომ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ფართო საზოგადოებაზე, ამჟამად მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ХХ საუკუნის ისტორიული სიმართლის შემეცნების ეტაპი, რომელშიც გამორჩეულ როლს ასრულებდა სწორედ სტალინი.
''ნოემბერში ჩვენ ჩავატარეთ ასეთივე შეხვედრა თემაზე: „მაქს მინცი ჰიტლერისა და სტალინის ტყვეობაში“, - აღნიშნავს ბააზოვი, - 2011 წლის იანვრის ბოლოს კი შედგება განხილვა ბ. მ. ბიმ-ბადას წიგნისა „სტალინი. ცხოვრების სტილის გამოკვლევა“, - განაცხადა ბააზოვმა.
ამ საგანმანათლებლო პროგრამის ორგანიზატორთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჩამოუყალიბდეს ახალი ისტორიისა და თანამედროვეობის სწორო გაგება... და ყველაფერი ეს ყოველგვარი ტენდენციური მიდგომების გარეშე, სენსაციური დანამატების ჩამოცილებით, რაც თან ახლავს პუბლიკაციების უმრავლესობას...
''რაც არ უნდა ილაპარაკონ სტალინზე, შეუძლებელია იმის დავიწყება, რომ მან პირველმა აღიარა ისრაელის სახელმწიფო, რაც დოკუმენტალურადაა ცნობილი: სსრკ-მა პირველმა დე ფაქტო და მეორემ აშშ-ის შემდეგ დე იურედ დაუჭირა მხარი ისრაელის დამოუკიდებლობას 1948 წლის 14 მაისს. და ამისთვის ებრაელი ერი ემადლიერება მას'', - ითქვა საღამოზე.
საქართველოში კი, სადაც ებრაელები ცხოვრობენ უკვე 26 საუკუნის განმავლობაში, არც ერთხელ არ გამოვლენილა დაძაბულობა ჩვენს ერებს შორის. ისტორიული სიმართლე კი მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის ჰარმონიულ განვითარებას და დაგვეხმარება ყოველგვარი სიძნელის ერთობლივად გადალახვაში.