სამართალი
საზარელი შემთხვევა თბილისის ცენტრში – 19 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. თბილისში ჯგუფური გაუპატიურების შემზარავი ფაქტი მოხდა. 19 წლის სტუდენტ გოგონაზე სამმა მამაკაცმა იძალადა. მოძალადეებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

„სტუდენტი გოგონა სახლში უნივერსიტეტიდან მეტროთი დაბრუნდა. შემდეგ კი სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა. სწორედ ამ დროს მას მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა დაესხა თავს, რომლებმაც ძალის გამოყენებით შეათრიეს გოგონა სკვერში და გააუპატიურეს. მსხვერპლის მონათხობიდან ირკვევა, რომ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავდა, რომლებმაც მოძალადეებს ხელი არ შეუშალეს”, - იუწყება „პრაიმტაიმი”.

„პრაიმტაიმის“ განცხადებით, პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და სამივე დამნაშავე დაკავებულია, ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.